• “Women think with their whole bodies and they see things as a whole more than men do”.

  • “In love, women are professionals, men are amateurs.”

  • “If women didn’t exist, all the money in the world would have no meaning”.

    11040224_563900807046194_688360675_n

დღეს 8 მარტია. ესეც ერთ-ერთი სიმბოლური დღე, რომელსაცთავისი დატვირთვა და ისტორია გააჩნია. დღე, რომელმაც უკვე ერთი საუკუნეა, მთელ მსოფლიოს თუ არა ნახევარს მაინც, დასვენება გამოუცხადა. ბოლო პერიოდია ხშირად მესმის ფრაზები, ამგვარი თარიღების უაზრობის შესახებ.

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ახალი წელი არ ეხალისება, განწყობა არ აქვს და “მოდი დავლიოთ, გავტყვრეთ ბოლომდე ან დავიძინოთ სხვა რა დაგვრჩენია.”
ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ვალენტინობა მარაზმად მიგვაჩნია. რატომ? იმიტომ, რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა და “თუ გიყვარს ყოველი დღე შეგიძლია, სიყვარულის დღედ აქციო”.რეალურად ამ ლოგიკით თუ შევაფასებთ სიტუაციას, თითქმის არავის უყვარს ერთმანეთი. არც 14 თებერვალს და არც ისე.
ჩვენ ვართ ერი, რომელიც დედის დღეზეც ამავე შეხედულების ვართ, მაგრამ ყვავილები მაინც მიგვაქვს მათთვის. მხოლოდ ამ დღეს და ჰა, ჰა დაბადების დღეზე. ესეც იმიტომ, რომ ქართველებს დაბადებიდანვე გვაქვს ჩადებული კოდური სიტყვა “დედის კულტი”.
და აი მოვადექით დღევანდელ თარიღსაც, რომელსაც ზოგიერთი უპრეტენზიოდ გილოცავს, ვალდებულების მიზნით. FB, რომ არა არც მოგილოცავდა. დანარჩენები კი 8 მარტსაც ისტუმრებენ.. “სულ ქალების დღე არაა ისედაც?!”.
ამას თავი დავანებოთ და ბევრს საკუთარი დაბადების დღეც კი არ უხარია. რატომ ამას კი ჯერ ვერ ჩავწვდი ნამდვილად. იმას კიდე უფრო ვერ ჩავწვდი ზოგიერთს მაინც და მაინც საკუთარ დაბადების დღეზე რატომ უნდება დეპრესიობანას თამაში.


საოცარი ერი ვართ.
ერი, რომელსაც არაფერი ახარებს.
ერი, რომელიც უკმაყოფილოა ყოველთვის და ყველაფრით.
ერი, რომელიც მისტირის წარსულს, (მერე რა თუ სულაც არ იყო ისეთი, როგორიც უნდოდა. ახლაც ხომ არაა კმაყოფილი) მიჰყვება დინებას, ელოდება, როდის დაეცემა ოქროს ზოდი თავში და ვერც კი ხვდება, როგორ ფლანგავს ყველაზე ძვირფასს ანუ აწმყოს. წამს, რომელიც ახლაა და უკვე აღარცაა.
ჩვენ ვართ ერი, რომელიც თავს ვარიდებთ აზროვნებას. დამღლელია და იმიტომ.
ერი, რომელიც ყველაფრის მიღების სურვილითაა შეპყრობილი, გაცემა კი არაფრის არ უნდა.
ჩვენ ვართ ერი, რომელსაც 31 დეკემბერს სინათლე უნდა გამოგვერთოს მასშტაბურად და ვიჯდეთ ყუმებივით. მერე მივხვდებით, რომ გვქონია განწყობა და ხალისი, თუმცა აღარ გვაქვს და ეს იმათი ბრალია, კალაძის ბრალია ან და ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მიწაში წევს უკვე. მუდამ სხვისი ბრალია, რომ რაღაც ისე არაა, როგორც გვინდა.
ჩვენ ვართ ერი, რომლის მამაკაცებიც 14 თებერვალს ქალებს ყვავილებს არ აჩუქებენ. ბანალურია და იმიტომ. სამწუხარო კი ისაა, რომ არც იმდენი ორიგინალობა გვაქვს, რამე მოვიფიქროთ და უბრალოდ გავახაროთ ძვირფასი პიროვნება. ამიტომ შემოვიფარგლებით სიტყვებით “ჩვეულებრივი დღეა, რატომ უნდა გამოვარჩიოთ”. ყოველი დღე ასევე ჩვეულებრივია და “ჩვეულებრივი” კი არა იმაზე “არაჩვეულებრივია” ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს ყველაფერი მხოლოდ სიმბოლურია და სიმბოლოები რომ არა, ყოველი ცნება აზრს დაკარგავდა. ეს სიმბოლური თარიღები, რომ არა ერთფეროვნების რუტინა გაგვაგიჟებდა.
ძალიან მარტივია უბრალოდ გვიყვარდეს, უბრალოდ გვიხაროდეს, უბრალოდ გავცემდეთ რაიმეს, უბრალოდ ვუღიმოდეთ გამვლელს, უბრალოდ ვყიდულობდეთ იებს და ვჩუქნიდეთ დედას, ბებიას ან თუნდაც პირველივე შემხვედრს.
ძალიან მარტივია ვიყოთ ერი, რომელიც ბედნიერია.
მაგრამ არა!!
ჩვენ ვართ ერი, რომელსაც არაფერი ახარებს.