არსებობენ კარგი და ცუდი მწერლები და ამასთანავე არიან საჭირო მწერლები, ანუ ისინი, ვინც ახალს არაფერს გეუბნებიან, თუმცა შენთვის ყველაფერი მაინც ახალია. Austin Kleon არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა საოცარი ლაკონურობითა და უშუალობით. მისი წიგნების კითხვისას იპოვით დედას, მამას, ლექტორს, მეგობარს, მრჩეველს, თუ უბრალოდ მწერალს, რომელიც გაგაოცებთ თავისი სიმარტივითა და გენიალურობით.

ამჟამად გამოშვებულია 4 წიგნი, რომლის მეშვეობით ავტორი მკითხველს უზიარებს თავის ცოდნას, მუშაობის პროცესის მექანიზმს და პატარ–პატარა საიდუმლოებებს.  სულ რამდენიმე გვერდში აღმოაჩენთ ისეთ ფრაზებს, რომლებიც მუდმივად შეგახსენებთ თავს და გახდება ინსპირაციის საგანი.

blackout-book-page.jpgsteal-journal-3d-245x356.jpgShow-Your-Work-3d-cover-245x276.jpg3d-Steal-Like-an-Artist-NYT-245x265.jpg

“Steal like an artist” – არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ, კაცი, ინჟინერი, მათემატიკოსი თუ მხატვარი. ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად მოერგება შენს ინტერესებს.

ადამიანები ხშირად შიშობენ, რომ არ მოიპარონ მათი იდეები ან თავად არ გახდენ იდეის ქურდები შემთხვევით, თუმცა ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და არაფერი იქმენა თავისთავად. არ არსებობს სრულიად ორიგინალური რამ, რასაც არ აქვს შექმნის საფუძველი ანუ ყველაფერი საიდანღაც მოპარულია. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ყველანი საიდანღაც რაღაცას ვიპარავთ, მთავარი საკითხი რჩება თუ როგორ ხდება აღნიშნული პროცესი.

მოიპარეთ, როგორც არტისტმა და შექმენით ინდივიდუალური ახლებური პროდუქტი, რომელსაც შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარი იდეის ქმნილება. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ამაში არც არავინ მოგედავებათ, რადგან არტისტული ქურდობა განსვავდება პლაგიატისგან. მას თქვენ ალბათ ინსპირაციასაც უწოდებთ, თუმცა ეს მხოლოდ ქურდობის შელამაზებული ფორმაა. რაც უფრო რეალურად შევხედავთ მოვლენების განვითარებას საკუთარ თავში თუ მის გარეთ, მით უკეთესად შევძლებთ საკუთარი თავის განვითარებას.

მწერლის უმარტივესი რჩევები სამუდამოდ დაისადგურებს თქვენს აზროვნებაში და დაგეხმარებათ იპოვოთ საკუთარი გზა წარმატებისკენ.

ისწავლეთ ყველაფერი თქვენით, ამისთვის ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა. ჰკითხეთ გუგლს, სანამ ჰკითხავთ მეგობარს. შეინახეთ ყოველგვარი იდეა, თუნდაც კონკრეტული მომენტისთვის სრულიად სულელური და გამოუსადეგარი იყოს. შექმენით იმ ყველაფრის ასლი, რაც მოგწონთ და ერთ დღესაც, შექმნით ისეთ რაიმეს, რის დაკოპირებასაც სხვა ეცდება. გამოიყენეთ ის ყველაფერი, რაც გაქვთ და რამდენიც გაქვთ, არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, რომ ერთი ფანქრით ნახატი არ გამოვა, უბრალოდ დახატეთ და ნახეთ. იკითხეთ წიგნები და თუ არ არის ის, რისი წაკითხვაც გსურთ დაწერეთ თავად. ხანდახან მაინც მოშორდით ეკრანს და გამოიყენეთ საკუთარი ხელები, რადგან გონება ხელთან ერთად ფიქრობს და ამას თავადვე შეამჩნევთ. შექმენით საკუთარი სამყარო, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ეკონტაქტოთ თქვენთვის საინტერესო ხალხს და თუ კომფორტის ზონაში ხართ, დატოვეთ ქალაქი და მიეცით ტვინს უფლება იმუშაოს და განვითარდეს, რადგან იქ, სადაც დისკომფორტია, მეტია განვითარების შესაძლებლობა.

მიეცით საკუთარ თავს საშუალება გაიცნოთ Austin Kleon – ის შემოქმედება, რადგან ეს არის თანამედროვე სიბრძნით დახუნძლული ციცქნა წიგნი, რომელიც თითქოს ისედაც ყველამ ვიცით, თუმცა კი ვიცით?

write-thebookyouwanttoread.jpg13561538_1147052208684780_873878877_n-600x600.jpg

Photo-Dec-01-1-56-31-PM-1-600x750.jpg

 

ABOUT THE AUTHOR – ავტორის ბლოგი, რომელიც სავსეა უამრავი საინტერესო პოსტით.

http://austinkleon.com/page/6/