maxresdefault

ხანდახან ბევრი უცნაური, საინტერესო და უსამართლო რამ ხდება ცხოვრებაში. უცნაურია ის, რომ მე ადამიანს, რომელსაც მძულს ყველანაირი სპორტი, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი საქართველო – გერმანიის თამაშზე. მე ადამიანს, რომელსაც არ მესმის ფეხბურთის ხიბლი ვიჯექი მეხუთე სექტორში და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ოცნებობდა, ყოფილიყო ჩემს ადგილზე. ეს უსამართლობაა, მაგრამ რას ვიზამთ ხან გაგვიმართლებს, ხან არა. ხან გვექნება ბილეთი, ხან არა. ამას თავი დავანებოთ და მართლაც საინტერესო  ყოფილა შესასვლელის რიგში დგომა, გაუბედურებულ სკამებზე პარკების დაფენა, მზადება და იყო კიდევ რაღაც ამაღელვებელი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხის ემოციურმა განწყობამ. ყველამ იცოდა, რომ გერმანიას ვერ მოვუგებდით, თუმცა ასეთი ერთიანობა დიდიხანია არ მიგრძვნია ქართულ საზოგადოებაში. 

შენობაში შესვლამდე უცნობმა უცხოელმა ლამაზი სანთებელა მაჩუქა, მომეწონა და ჩემი განწყობის დონემ კიდევ უფრო იმატა. გულის სიღრმეში მეც ვგულშემატკივრობდი ჩვენს ნაკრებს, მაგრამ ალბათ ფეხბურთი არ არის ქართველების საქმე. ჰო, ამ საკითხში არ ვვარგივართ, თუმცა ბალელშიკობაში და გინებაში მეეჭვება ვინმემ გვაჯობოს. მერე რა თუ 2 წუთი არ იყო თმაშის დაწყებიდან გასული, რომ ჩვენიანი უკვე ძირს ეგდო. მერე რა თუ მას კიდე 3 ასეთი შემთხვევა მიჰყვა და საერთოდაც მერე რა თუ 2 გოლი გაგვიტანეს. “ბრაზილიას გერმანიამ 6 გოლი გაუტანა” ანუ მაინც გვქონია საამაყო. თეორიულად ბრაზილიასთან გავიმარჯვეთ. ეს უკვე მშვენიერია. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც იმედს არ კარგავს. (ნეტა სხვა საკითხებსაც ასე ოპტიმისტურად და პოზიტიურად ვუდგებოდეთ.) ასევე ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ზიზღს, სიყვარულს, გაბრაზებას, გახარებას და საერთოდ ყველაფერს გინებით გამოხატავს. ქართული გინება იმ ბებოს წყევლასავითაა სითბოთი და ღიმილით, რომ მოგაძახებს “უი, შენ მოუკვდი მამაშენსო”. ამის მაგალითებს კი უამრავს შეხვდებით დინამოზე და ბევრსაც იცინებთ თუკი ჩემს პოზიციას დაიჭერთ და შორიდან მიადევნებს თვალყურს მიმდიარე მოვლენებს.

გოლი გაგვიტანეს. – “შენი დედა მოვტყან”

გოლი გავუტანეთ. – “ეგრე, თქვენი დედა მოვტყან”

ჯარიმაა. – “რას აკეთებ, შენი დედა მოვტყან”

და ასე დაუსრულებლად ისმის ყოველი მხრიდან აურაცხელი რაოდენობის “ტ”-ები და “ყ”-ები. ეს ფაქტი არც არავის უკვირს საქართველოში, მაგრამ აი იმან კი გამაოცა გარშემო ბევრ-ბევრი ავთანდილ შოშიაშვილები რომ მესხდნენ. არსად, არსად და ისევ არსად შეიძლება მოისმინო ამდენი სიბრძნე, ხალხური გამონათქვამები და არსად მიცინია ამდენი კარგა ხანია. 

საქართველო-გერმანიის თამაში კიდევ უფრო უჩვეულო ამბებითაც დაიხუნძლა. ჯერ იყო და ტაბლომ აურია, რამაც ხალხის წამიერი პანიკაც გამოიწვია და ქართული მამა-პაპური გინება, რომ აქტუალურია ეგეც უკვე ვიცით. ამას მოჰყვა უცნობი “მებრძოლის” სტადიონზე შეჭრა, რომელსაც დღეს თუ არა ხვალ ვიხილავთ მაია ასათიანის თუ არა ნანუკას შოუში მაინც. ჩვენი გმირი მოულოდნელად შემოვარდა არენაზე, გაარღვია დაცვის კლანჭები, ეცა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელს და ბუცები დაუკოცნა. სარკაზმს თავი დავანებოთ და მართლაც მომეწონა მისი საქციელი, რასაც ვერ ვიტყვი იმ პლაგიატებზე, რომლებიც მისი გამოჩენის შემდეგ პანტა-პუნტით ცვიოდნენ მოედანზე, ყოველი მხრიდან და ყოველი წერტილიდან სათამაშოებივით ვარდებოდნენ. ესეც ქართველობის კიდევ ერთი სენი. საკმარისია, ერთმა პიროვნებამ გამოიჩინოს გამბედაობა, ინიციატივა და ათასი იმიტატორი გამოუჩნდება, ვერ ვხვდებით სად გადის ზღვარი ზედმეტობასა და საკმარისობას შორის. 

და მიუხედავად ყველაფრისა, მეამაყება ყოველი ქართველი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ედგა გვერდში, რადგან ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ვიდრე გამარჯვება. ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ერი, რომელსაც არაფერი დარჩენია ერთსულოვნების გარდა. ასეთი იყო ჩემი თვალით დანახული “გასეირნება” დინამოზე.